დღე მეხუთე
დღეს გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მაგალითებს. უკუკავშირის განხორციელების დროს ჯერ დავიწყოთ პოზიტიურით, ავუხსნათ რა იყო კარგი, შემდეგ მივუთითოთ რა არის გასაუმჯობესებელი და ბოლოს რჩევა, როგორ გააუმჯობესოს. დავიწყეთ პროექტის პროცედურების გაწერა. ჩამოვაყალიბეთ დავალებები ბლუმი/გარდნერის მიხედვით. შევქმენი ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის პროცედურები ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტში, ამიტომ მისი დეტალური გაწერა მნიშვნელოვანია, რაც თქვენ დღეს დაიწყეთ, და განახარციელეთ პროექტის დასწყისი პროცედურების გაწერა, მნიშვნელოვანია რომ ყველა ეტაპზე იყოს გამოყენებული შეფასება.
ОтветитьУдалить