Сообщения

დღე მეცხრე

დღეს განვიხილეთ მოდული 8: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის: პროექტის მსვლელობისას როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და შესაძლებლობები. ვისწავლეთ ბლოგზე პორტფოლიოს ატვირთვა და გაზიარება. გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, მოვამზადეთ წარსადგენად და მოვახდინეთ მისი ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე. დღეს დავამთავრეთ ინტელის ტრენინგი "პროექტზე დაფუძნებული სწავლება". ტრენინგი საინტერესო და მრავლისმომცემი იყო. პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. უვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება ჩემს კლასში ახალი სასწავლო წლიდან. დიდი მადლობა ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს დაუღალავი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

საქაღალდის ბმული

დღე მერვე

დღეს გავაგრძელეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების გაცნობა-ჯგუფური მუშაობის შეფასების ტექნოლოგიები. გადავხედეთ პროექტის გეგმას, დავამატეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები, შეფასების ინსტრუმენტები, განვსაზღვრეთ სწავლის შედეგები. დავიწყე მუშაობა პროცედურების გაწერაზე. განვიხილეთ პროექტის ფასილიტაცია, ვნახეთ კონკრეტული მაგალითები. 

დღე მეშვიდე

დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, ვნახეთ შეფასების ბიბლიოთეკა, მოსწავლეთა შეფასების ფორმები. ჩვენი პროექტის შესაბამისად შევადგინეთ შეფასების რუბრიკები. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა, განვიხილეთ სასწავლო პროცედურები. დღეს განხილული მასალა დამეხმარება პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეთა შეფასებაში.   

დღე მეექვსე

დღეს ბლოგზე პორტფოლიოს პრეზენტაცია ავტვირთეთ.  ამისათვის გავეცანით გუგლი დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვას და მის გაზიარებას ჩვენს ბლოგზე. მოვახდინე უკუკავშირი მეწყვილის პრეზენტაციაზე. შევქმენით მოსწავლის ნიმუში (პრეზენტაცია). წინასწარ შევქმენით პრეზენტაციის ჩეკლისტი. დღე საინტერესო იყო. 

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

დღე მეხუთე

დღეს გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მაგალითებს. უკუკავშირის განხორციელების დროს ჯერ დავიწყოთ პოზიტიურით, ავუხსნათ რა იყო კარგი, შემდეგ მივუთითოთ რა არის გასაუმჯობესებელი და ბოლოს რჩევა, როგორ გააუმჯობესოს. დავიწყეთ პროექტის პროცედურების გაწერა. ჩამოვაყალიბეთ დავალებები ბლუმი/გარდნერის მიხედვით. შევქმენი  ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.